Monday, December 5, 2011

ჯემალ ადამაშვილი / Jemal Adamashvili












ჯემალ ადამაშვილი ცნობილი მუსიკოსი და პედაგოგი, 1941 წლის 1 იანვარი.

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი; ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; . ლეონიძის პრემიის ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი.

მისი ავტორობით გამოცემულ საბავშვო სიმღერების 4 კრებულს მინიჭებული აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგრიფი”.

ჩოხოსანთა ფოლკლორული ანსამბლისშავლეგოსხელმძღვანელი.

1959-1964 . _ იღწვოდა საქ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში პირველ მესალამურედ (დღევანდელიერისიონი”).

1964 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე მსახურობს თბილისის სხვადასხვა საშუალო (საჯარო) სკოლებში მუსიკა-სიმღერის მასწავლებლად და მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად.

1979-2000 . _ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელია. (ანსამბლმა კონცერტები ჩაატარა 18 ქვეყანაში).

1984-1991 . _ მოსკოვში გამოიცა მისი სიმღერების ფირფიტები. შექმნილი აქვს მუსიკა თოჯინების თეატრის 14 სპექტაკლისთვის, ასევე დრამატიული თეატრებისთვის. დაწერილი აქვს მუსიკა მხატვრული ფილმებისთვის.

მის სიმღერებს მღეროდნენ ანსამბლებინატვრის თვალი“, „მზიური“, „ბასტი-ბუბუ“, მერცხალი“.

პირველ სტერეოზედილაობით მიჰყავდა გადაცემა - „ქართული გალობა“…

სიონის ტაძარში გალობდა 17 წელიწადი. შემდგომ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეგენტი გახლდათ.

ჰყავს ცხრა შვილი.

ბატონ ჯემალის მეუღლე, სათნო ქალბატონი ნუნუ ჯანგირაშვილი (პროფესიით ფილოლოგი და ტაძრის რეგენტი) გარდაიცვალა ქირურგიული ოპერაციის დროს.

მარტოხელა მამას აღსაზრდელად დარჩა ხუთი მცირეწლოვანი გოგონა (ანა, სალომე, ნატალია, ელენე, თეკლა), როემლებსაც ქრისტიანული მზრუნველობით ზრდის...

ისინი წამოიზარდნენ და შემოქმედებით ასპარეზზე მამას უკვე მხარს უმშვენებენ.

თუმც, ისევ პატარები არიან და კვლავაც სათანადო მზრუნველობას ითხოვენ.

მათ სახელოვნებო მიღწევებს, კიდევ ბევრჯერ იხილავს ქართული საზოგადოება...




***

***


*

***


***
free counters
***

Wednesday, November 16, 2011

ნუგზარ ანთელავა / აფხაზური მითები. რიტუალები. სიმბოლოები / Antelava Nugzar

ნუგზარ ანთელავა
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი, დაიბადა 1954 წელს ქ.ზუგდიდში, 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საასპირანტო კურსი გაიარა და სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით; მუშაობს საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ეთნოლოგიის პრობლემებზე, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერთო ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია (”ტრადიციული საქორწინო წეს-ჩვეულებანი სამეგრელოში” ”აფხაზური თქმულება აბრსკილზე და მისი დასავლურქართული პარალელი”) 2005 წელს ნუგზარ ანთელავა შეუდგა საისტორიო მასალების გამოცემას რუბრიკით ”ქართულ-კავკასიური ეთნოლოგიური ეტიუდები”. დღეისათვის ამ რუბრიკით დასტამბულია ორი წიგნი _ პ। გიორგაძე (ჭარაია) აფხაზეთი და აფხაზნი।თბ., 2005 წ.; ი. ქობალია. მითიური კოლხეთიდან. თბ., 2006 წ.




























***
Nugzar Antelava
http://premia-davit.congress-georgia.org/en/laureates/2011/nugzar-antelava/
***
***
***
free counters

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri Gogeshvili