ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ კობერიძის პოლიტიკური რომანი _ ”აღდგომის ღამე ქაიროში, მამლუქთა სასაფლაოზე”, ესაა ტრაგედია საქართველოსი, რომელსაც დასაკარგი შვილები სადა ჰყავს და მაინც კარგავს, კარგავს მთელ თაობებს და ამას ყველა ჩვენთაგანი ისეთი გულგრილობით შევყურებთ, თითქოსდა ისინი ჩვენი ძმები, მეგობრები და ახლობელი თანამემამულენი არ იყვნენ. პოლიტიკურ რომანში (რომელიც ასევე უცხო და ახალი ხილია ქართველი საზოგადოებისათვის), თავზარდამცემი ძრწოლვით ვხვდებით მოწმენი იმისა, თუ როგორ იღუპებიან ჩვენგან განწირული ვაჟკაცები, რომელთა იგნორირება და გამეტება პიროვნულ კატასტროფად ქცეულა საკუთარ სამშობლოში მამლუქებად ქცეულ და მაინც მის მონებად დარჩენილ პატრიოტთათვის. პოლიტიკური რომანი ერთგვარი მატიანეცაა ჩვენი ერის ბოლო ნახევრსაუკუნოვანი ცხოვრებისა და ისტორიისა. ბევრი ნაცნობი სახე იშიფრება, ბევრი მოვლენა ისეთი რაკუსითაა შეფასებული, როგორც არ გავიაზრებია, მათ კი ხშირად დიდი (თუ გადამწყვეტი არა), როლი უთამაშიათ ქართველთა ყოფაში. ეს ანალიზი ახალი შემოთავაზებაა იმ მოვლენათა განსაჭვრეტად, რომელიც ესეოდენ აწვალებს თითოეულ ჩვენგანს და რომელთა არწყვაც ერთგვარ დილემად ქცეულა ჩვენი დაუდევარი, წუთისოფლად ქცეული ცხოვრებისა.
=======
=======
=======
=======
JANRI A GOGESHVILI AuthorsDen.com
=======
No comments:
Post a Comment